ენდოკრინოლოგია

ენდოკრინოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის შინაგანი სეკრეციის ანუ ენდოკრინული ორგანოების სტრუქტურას, ფუნქციებს და მათ დაავადებებს. თვით სიტყვა ენდოკრინოლოგია ბერძნული წარმოშობისაა.

ისევე როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც იზრდება სხვადასხვა ენდოკრინული პათოლოგიით დაავადებულთა რიცხვი.

ბოლო წლებში შესამჩნევი გახდა ენდოკრინული დაავადებების მატების ტენდენცია: შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, მეტაბოლური სინდრომი, რეპროდუქციული სისტემის სხვადასხვა დარღვევა, სიმსუქნე. განსაკუთრებით გახშირდა შაქრიანი დიაბეტი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. შაქრიან დიაბეტს პირველი ადგილი უკავია ენდოკრინულ დაავადებებს შორის. დაავადებათა ასეთი მატების უმთავრეს მიზეზებად მიიჩნევენ ცუდ ეკოლოგიას, არაჯანსაღი პროდუქტების სიმრავლეს ყოველდღიურ რაციონში, მომატებულ სტრესულ ფონს, ჰიპოდინამიას.

ენდოკრინოლოგიური სამსახური მოიცავს მომსახურების შემდეგ სფეროებს:

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები:

  • ჰიპო და ჰიპერთირეოდიზმი
  • შაქრიანი დიაბეტი(ტიპი I და ტიპი II)
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა
  • ჭარბი წონა

ჩვენი დევიზია დავამარცხოთ სიმსუქნე.

კომპლექსური მიდგომა ჭარბი წონის დასამარცხებლად, რომელიც მოიცავს

  • ენდოკრინოლოგის კონსულტაციას
  • ფართო სპექტრის ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევას
  • საჭიროების შემთხვევაში ქირურგიულ მკურნალობას

ჩვენთან ერთად ისწავლით ცხოვრების ჯანსაღ წესს, რისი საშუალებითაც შეძლებთ თქვენთვის სასურველი ფორმის მიღწევას და შენარჩუნებას.

ქირურგიულ დეპარტამენტში ტარდება

თირეოიდექტომია

ნაწილობრივი თირეოიდექტომია

ბარიატრიული ოპერაციები

სტუდენტებისთვის
კარიერა
პრესისთვეს
ტელეფონი
უცხოელი პაციენტებისთვის
რეგისტრაცია
კონტაქტები
Copyright © 2002-2024 Beau Monde Ltd. All rights reserved.
In cooperation with airgeo.org.