„კლინიკა ბომონდი“ დასავლეთ საქართველოში დაარსებული პირველი კერძო კლინიკაა. კლინიკა 2001 წელს, გინეკოლოგმა მამუკა მიქაძემ დააარსა. თავდაპირველად „ბომონდი“ სამშობიარო სახლს და გინეკოლოგიურ ცენტრს წარმოადგენდა. პაციენტთა მოთხოვნის გათვალისწინებით, „კლინიკა ბომონდი“ დღეს მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით. კლინიკაში პაციენტების ჯანმრთელობაზე მაღალი კვალიფიკაციისა და პაციენტების მიმართ მეგობრულად განწყობილი სამედიცინო პერსონალი ზრუნავს.