ადმინისტრაცია

დეპარტამენტის ხელმძღვანელი

მამუკა მიქაძე

ექიმები

როლანდ კვერნაძე

ამბულატორია

„კლინიკა ბომონდი“-ს ამბულატორიული სამსახური შედგება პოლიკლინიკური, ქალთა კონსულტაციისა და რადიოლოგიური განყოფილებებისგან.

„ბომონდი“-ს პოლიკლინიკაში მისულ პაციენტებს ემსახურებიან “პე ეს პე”-ს და “ჯი პი აი”-ს ოჯახის ექიმები. პოლიკლინიკაში ასევე შესაძლებელია თერაპევტის, კარდიოლოგის, ენდოკრინოლოგის, ნევროპათოლოგის, გასტროენტეროლოგის, ნეიროქირურგის, გინეკოლოგის, პროქტოლოგის, ოტოლინორალინგოლოგის, პულმონოლოგისა და ოფთალმოლოგის მომსახურებების მიღება.

„კლინიკა ბომონდი“-ს რადიოლოგიურ განყოფილებაში შესაძლებელია ისეთი კვლევების გაკეთება, როგორიცაა: მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, რენტგენოგრაფია და მამოგრაფია.

„კლინიკა ბომონდი“-ს პოლიკლინიკის ქალთა კონსულტაციის განყოფილება პაციენტებს სთავაზობს მეან-გინეკოლოგის კონსულტაციას და ორსულობის მართვას.

ამბულატორია

კარდიოლოგია

შპს “ბომონდის” პოლიკლინიკის კარდიოლოგიური კაბინეტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამის დიაგნოსტიკას და ეფექტურ მკურნალობას გთავაზობთ. ჩვენ  ამბულატორიულ და სტაციონარულ პაციენტებს  ასაკის შეუზღუდავად ვემსახურებით. კარდიოლოგის მიერ გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკის შეფასება, გამომწვევი მიზეზების დადგენა, დაავადებათა ზუსტი დიაგნოსტიკა და მკურნალობა, გულის ქრონიკული პათოლოგიების სწორი მართვა მკურნალობის კარგი შედეგის გარანტია. აქ დიდი ყურადღება ექცევა დაავადებათა პრევენციას.

ბომონდის კლინიკის სამეანო-გინეკოლოგიურ სამსახურთან ერთად მეთვალყურეობას ვუწევთ ორსულებს, მათი მონიტორინგი წარმოებს ორსულობის და მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

ყველა საოპერაციო პაციენტს წინასაოპერაციო კვლევები უტარდება, ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით და ექიმ-კარდიოლოგის კონსულტაციით  ინდივიდუალურად ისაზღვრება საოპერაციო ვადები.

ენდოკრინოლოგია

ენდოკრინოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის შინაგანი სეკრეციის ანუ ენდოკრინული ორგანოების სტრუქტურას, ფუნქციებს და მათ დაავადებებს. თვით სიტყვა ენდოკრინოლოგია ბერძნული წარმოშობისაა.

ისევე როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც იზრდება სხვადასხვა ენდოკრინული პათოლოგიით დაავადებულთა რიცხვი.

ბოლო წლებში შესამჩნევი გახდა ენდოკრინული დაავადებების მატების ტენდენცია: შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, მეტაბოლური სინდრომი, რეპროდუქციული სისტემის სხვადასხვა დარღვევა, სიმსუქნე. განსაკუთრებით გახშირდა შაქრიანი დიაბეტი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. შაქრიან დიაბეტს პირველი ადგილი უკავია ენდოკრინულ დაავადებებს შორის. დაავადებათა ასეთი მატების უმთავრეს მიზეზებად მიიჩნევენ ცუდ ეკოლოგიას, არაჯანსაღი პროდუქტების სიმრავლეს ყოველდღიურ რაციონში, მომატებულ სტრესულ ფონს, ჰიპოდინამიას.

ენდოკრინოლოგიური სამსახური მოიცავს მომსახურების შემდეგ სფეროებს:

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები:

  • ჰიპო და ჰიპერთირეოდიზმი
  • შაქრიანი დიაბეტი(ტიპი I და ტიპი II)
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა
  • ჭარბი წონა

ჩვენი დევიზია დავამარცხოთ სიმსუქნე.

კომპლექსური მიდგომა ჭარბი წონის დასამარცხებლად, რომელიც მოიცავს

  • ენდოკრინოლოგის კონსულტაციას
  • ფართო სპექტრის ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევას
  • საჭიროების შემთხვევაში ქირურგიულ მკურნალობას

ჩვენთან ერთად ისწავლით ცხოვრების ჯანსაღ წესს, რისი საშუალებითაც შეძლებთ თქვენთვის სასურველი ფორმის მიღწევას და შენარჩუნებას.

ქირურგიულ დეპარტამენტში ტარდება

თირეოიდექტომია

ნაწილობრივი თირეოიდექტომია

ბარიატრიული ოპერაციები

გასტროენტეროლოგია

რეპროდუქტოლოგ-გინეკოლოგი კონსულტაციას უწევს სხვადასხვა ასაკის ქალბატონებს:

  1. რეპროდუქციული სისტემის ფუნქციის დარღვევების
  2. სისხლდენების
  3. ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების დროს
  4. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების შესარჩევად

 

აქ ტარდება:

  • კოლპოსკოპია საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების (ცერვიციტი, კოლპიტი, დისპლაზია, ცერვიკალური არხის პოლიპი და ა.შ.) ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის
  • PAP ტესტი (ციტოლოგიური მასალის – ნაცხის აღება საშვილოსნოს ყელიდან)

უფასოდ – 25წლიდან 60წლის ჩათვლით ქალბატონებისთვის სახელმწიფო პროგრამით.

ფასიანია ეს სერვისები 25წლამდე და 60წლის ზემოთ ასაკის ქალბატონებისთვის.

 

შპს ბომონდის პოლიკლინიკაში 4 სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს(უფასო გამოკვლევები პაციენტებისთვის):

  1. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინიგის პროგრამა 25-დან 60წლამდე ასაკის ქალბატონებისთვის
  2. სარძევე ჯირკვლის კიბოს სკრინინგის პროგრამა 40-დან 70წლამდე ასაკის ქალბატონებისთვის
  3. პროსტატის კიბოს სკრინიგის პროგრამა 50-დან 70წლამდე ასაკის მამაკაცებისთვის
  4. მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის პროგრამა 50-დან 70წლამდე ასაკის მამაკაცებისა და ქალბატონებისთვის

ექიმები

დავით ჯუღელი
გასტროენტეროლოგია

გინეკოლოგია

კლინიკა ბომონდი“-ს გინეკოლოგიური განყოფილება პაციენტებს სრულ გინეკოლოგიურ მომსახურებას სთავაზობს. „ბომონდი“ დასავლეთ საქართველოში პირველი კლინიკაა ე.წ. უსისხლო ოპერაციების წარმოებაში. კლინიკაში ტარდება ნებისმიერი სირთულის გინეკოლოგიური ოპერაცია., მათ შორის ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებზე. „კლინიკა ბომონდი“-ს გინეკოლოგიური განყოფილების პროფესიონალთა გუნდის მიერ, ოპერაციები კეთდება ლაპაროტომიული მიდგომით საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელის, საკვერცხის და საშვილოსნოს მილების დაავადებების დროს. კლინიკაში ასევე ტარდება დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპია (ქალის უნაყოფობის, მცირე მენჯის ტკივილის სინდრომის და სხვა პათოლოგიის დროს). „კლინიკა ბომონდი“-ს გინეკოლოგიურ განყოფილებას მეან-გინეკოლოგი დავით ტაბიძე ხელმძღვანელობს.

დეპარტამენტის ხელმძღვანელი

დავით ტაბიძე

ექიმები

თეკლა ლომთაძე

უნცროსი ექიმები

ნინი ბაბუნაშვილი
გინეკოლოგია

ლაბორატორია

კლინიკა ბომონდი“ ლაბორატორიაში შესაძლებელია შემდეგი კვლევების ჩატარება:

კლინიკურდიაგნოსტიკური (სისხლის კლინიკური ანალიზი, სისხლის კოაგულაციური უნარის გამოკვლევა, სისხლის ბიოქიმიური კვლევები, აირებისა და ელექტრონული ბალანსის მაჩვენებლების განსაზღვრა);

,ბიოქიმიური (ფერმენტული კვლევა, ფერმენტების, ლიპიდების, ნახშირწყლების, ცილებისა და აზოტოვანი ნაერთის ცვლის პროდუქტების განსაზღვრა);

იმუნოლოგიური გამოკვლევების (სასქესო ჰორმონების გამოკვლევა, სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნიტეტის მაჩვენებლების განსაზღვრა);

TORCH-ინფექციების კვლევა (ბაქტერიებისა და ვირუსების გამოკვლევა).

გამოცდილი ექიმ-ლაბორანტებით დაკომპლექტებულ ლაბორატორიას ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ციცინო ქარსელაძე ხელმძღვანელობს.

ნეონატოლოგია

ნევროლოგია

სამეანო დეპარტამენტი

„კლინიკა ბომონდი“-ს სამეანო სამსახური პაციენტებს სთავაზობს უსაფრთხო და უმტკივნეულო მშობიარობას ინდივიდუალურ ბოქს-პალატებში. მშობიარის სურვილით, მშობიარობის პროცესზე შესაძლებელია მეუღლის ან ახლობლის დასწრება. სამეანო სამსახურში შედის ახალშობილთა განყოფილება, სადაც მიმდინარეობს ახალშობილებზე მეთვალყურეობა, დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში, სპეციალური მოვლის პოსტზე ახალშობილის მკურნალობა, ასევე, სმენისა და გულის მანკების კრიტიკული ფორმების სკრინინგი. „კლინიკა ბომონდი “-ს სამეანო სამსახურს მედიცინის დოქტორი, პროფესორი გიორგი ქებულაძე ხელმძღვანელობს.

დეპარტამენტის ხელმძღვანელი

გიორგი ქებულაძე
სამეანო დეპარტამენტი

ორსულთა პათალოგიის განყოფილება

განყოფილების ხელმძღვანელი

ნანა შარვაშიძე

სამეანო განყოფილება

განყოფილების ხელმძღვანელი

ნინო რამიშვილი

ექიმები

ნათია ხაჩიძე
Zurab Abuladze

მელოგინეთა განყოფილება

განყოფილების ხელმძღვანელი

ირინა უგლოვა

ოფთალმოლოგია

კლინიკა ბომონდი“-ს ოფთალმოლოგიური განყოფილება აღჭურვილია უახლესი აპარატურითა და პროფესიონალი კადრებით. ადგილზე კეთდება ნებისმიერი სირთულის კატარაქტის ოპერაცია, ასევე, გლაუკომის საწინააღმდეგო, სიელმის, როგორც დაგეგმილი, ისე სასწრაფო და გადაუდებელი ოპერაციები. ოფთალმოლოგიურ განყოფილებას ექიმი-ოფთალმოლოგი ზაზა (ზაალ) სინაურიძე ხელმძღვანელობს.

ოფთალმოლოგია

პედიატრია

კლინიკა ბომონდი“-ს პედიატრიულ სამსახურში პროფესიონალი კადრები კომფორტულ და მეგობრულ გარემოში 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ თქვენი პატარების ჯანმრთელობაზე. სამსახურში ფუნქციონირებაცრის კაბინეტი, სადაც თქვენს პატარებს უტარდებათ როგორც გეგმიური, ისე დაუგეგმავი ვაქცინაცია. პედიატრიული განყოფილების სტაციონარში კი პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ გადაუდებელი ამბულატორიული დახმარება. სტაციონარში განთავსებული პაციენტები სარგებლობენ პედიატრის 24-საათიანი მეთვალყურეობით. კლინიკა ბომონდი“ ჩართულია საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში. კლინიკა ასევე ემსახურება კერძო სადაზღვევო კომპანიების ბენეფიციარებს. პედიატრიულ სამსახურს ექიმ-პედიატრი თინათინ კუბლაშვილი ხელმძღვანელობს.

რადიოლოგია

რადიოლოგიურ განყოფილებაში დგას 16 შრიანი, „TOSHIBA”-ს  ფირმის კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი.  აპარატს დღეისათვის მთელს ქალაქში საუკეთესო გამოსახულება აქვს. მისით პრაქტიკულად ყველა ორგანოს კომპიუტერული ტომოგრაფიის გაკეთებაა შესაძლებელი.

მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი 8 შრიანია და არის ღია ტიპის. იგი ნებისმიერი წონის ადამიანზეა გათვლილი და იმის გამო, რომ არ არის დახურული, კლაუსტროფობიის მქონე ადამიანებსაც თავისუფლად შეუძლიათ მისით სარგებლობა.

ამავდროულად, კლინიკას აქვს  რენტგენის აპარატი, რომლითაც კეთდება ყველა ორგანოს რენტგენოლოგიური გამოკვლევა და აგრეთვე მამოგრაფი, რომელიც საშუალებას იძლევა ჩატარდეს როგორც სკრინინგული ასევე ოპერაციული ჩარევები.

რადიოლოგიური განყოფილება აღჭურვილია ციფრული მობილური რენტგენოლოგიური სისტემით, რაც საშუალებას იძლევა პირდაპირ ოპერაციისას გაკეთდეს რენტგენოლოგიური კვლევები. განყოფილებაში შედის ულტრაბგერითი აპარატებიც. დგას 4 აპარატი, მათგან ერთი არის სრული კარდიოლოგიური სისტემა, რომელიც ემსახურება როგორც უფროსებს, ასევე პატარებსაც.  ორი მათგანით – „ლოჯიკ 9“ 3D, 4D დანადგარებით,  ნებისმიერი ორგანოს ულტრაბგერითი გამოკვლევა ტარდება.

ულტრათანამედროვე სამეანო-გინეკოლოგიური დანადგარი (Voluson E8), 2014 წელს გამოვიდა გაყიდვაში და სხვა, უახლესი ან უკეთესი აპარატი ჯერ არ შექმნილა. ეს აპარატი ნაყოფისა და ახალშობილების სრული გამოკვლევის საშუალებას იძლევა და აგრეთვე შესაძლებელია მუცლადყოფნის დროს ბავშვებისთვის ფერადი სურათების გადაღება.

კლინიკა „ბომონდის“ რადიოლოგიური განყოფილება დასავლეთ საქართველოში ყველაზე თანამედროვე და ხარისხიანი დანადგარებითაა აღჭურვილი.

ქირურგია

კლინიკა ბომონდი“-ს ქირურგიულ დეპარტამენტში შესაძლებელია ნებისმიერი სირთულის, ყველა სახის ქირურგიული (სიმსუქნის, ონკოლოგიური, დიდი თიაქრის, ბარიატიული) ოპერაციის ჩატარება. დეპარტამენტი აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით.

ქირურგია

უროლოგია

ქალთა კონსულტაცია

სტუდენტებისთვის
კარიერა
პრესისთვეს
ტელეფონი
უცხოელი პაციენტებისთვის
რეგისტრაცია
კონტაქტები
Copyright © 2002-2024 Beau Monde Ltd. All rights reserved.
In cooperation with airgeo.org.