კარდიოლოგიური

შპს “ბომონდის” პოლიკლინიკის კარდიოლოგიური კაბინეტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამის დიაგნოსტიკას და ეფექტურ მკურნალობას გთავაზობთ. ჩვენ  ამბულატორიულ და სტაციონარულ პაციენტებს  ასაკის შეუზღუდავად ვემსახურებით. კარდიოლოგის მიერ გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკის შეფასება, გამომწვევი მიზეზების დადგენა, დაავადებათა ზუსტი დიაგნოსტიკა და მკურნალობა, გულის ქრონიკული პათოლოგიების სწორი მართვა მკურნალობის კარგი შედეგის გარანტია. აქ დიდი ყურადღება ექცევა დაავადებათა პრევენციას.

ბომონდის კლინიკის სამეანო-გინეკოლოგიურ სამსახურთან ერთად მეთვალყურეობას ვუწევთ ორსულებს, მათი მონიტორინგი წარმოებს ორსულობის და მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

ყველა საოპერაციო პაციენტს წინასაოპერაციო კვლევები უტარდება, ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით და ექიმ-კარდიოლოგის კონსულტაციით  ინდივიდუალურად ისაზღვრება საოპერაციო ვადები.

სტუდენტებისთვის
კარიერა
პრესისთვეს
ტელეფონი
უცხოელი პაციენტებისთვის
რეგისტრაცია
კონტაქტები
Copyright © 2002-2024 Beau Monde Ltd. All rights reserved.
In cooperation with airgeo.org.