Video

ENGLISH   GEORGIA
ბომონდი აცხადებს ვაკანსიას ექთნის თანამდებობაზე

ბომონდი ატარებს ახალდაქორწინებულთა ერჯერადი უფასო კონსულტაციის საქველმოქმედო აქციას

ბომონდის მედ პერსონალი ულოცავს თამარ იაშვილს ვაჟიშვილის შეძენას და უსურვებს ყოველივე საუკეთესოს



საქართველო, 4600, ქუთაისი,
ზ.გამსახურდიას ქ.
I შეს # 15,
ტელ:
(995 331) 6 50 14;
(995 331) 9 30 32;
E-mail:
bomondi@inbox.ru






სამედიცინო კლინიკა ბომონდი დაარსდა 2001 წლის 16 აგვისტოს, კლინიკა ლიცენზირებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე სტაციონარული და ამბულატორული მომსახურეობით.

სამედიცინო კლინიკა ბომონდი-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელია
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მამუკა მიქაძე

კლინიკა მდებარეობს რკინიგზისა და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტოტიაზე, რაც ხელს უწყობს, უადვილებს დასავლეთ საქათველოს მოსახლეობას (პაციენტებს) მიმართონ სამედიცინო დახმარებისათვის.

კლინიკაში ფუნქციონირებს როგორც სტაციონარი (60 მშობიარე, 70 პაციენტი, რომელნიც საჭიროებენ ქირურგიულ დახმარებას) ასევე პოლიკლინიკა (თვეში 5000-მდე პაციენტი)
კლინიკა აღჭურვილია ულტრა-თანამედროვე უახლესი ტექნოლოგიებით (ფირმა Siemens, Fukuda, Aloka, Ohia, HPO და ა.შ)

აქ მოგემსახურებიან მაღალკვალიფიციური ექიმები ექოსკოპიის, გინეკოლიგის, რეპროდუქტოლოგის, სტომატოლოგის, ოფთალმოლოგის, ნევროპათოლოგის, კარდიოლოგის და რენტგენ-დიაგნოსტიკის კაბინეტებში.

სწორი დიაგნოზის დასმაში მათ დაეხმარებათ კომპიუტერული, კლინიკური, ბიოქიმიური, ციტოლოგიური და ჰორმონალური ლაბორატორიული მონაცემები
კლინიკაში პალატები 2-4 ადგილიანია, კეთილმოწყობილი, სანიტარული წერტილებით და საშხაპეებით. კლინიკას განუწყვეტლივ მიეწოდება წყალი, დამატებითი საფილტრი სისტემებით; ელექრტოენერგიის მუდმივი მოწოდებით და გათბობით. კლინიკას აქვს ბარი, სასაუზმე, აფთიაქი, სამრეცხაო-სასტერილიზაციო განყოფილებით.

shenoba

საქართველო, 4600, ქუთაისი,ზ.გამსახურდიას ქ. I შეს # 15, ტელ: (995 331) 6 50 14, E-mail:bomondi@inbox.ru
Copyright © 2009 ICT Group